“უფრო მეტი რეალობა და რეალობის შეგრძნება! მეტი პოლიტიკა და მეტი გამჭირვალობა!” – ბეჟან ჯავახია

2 weeks ago 7

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში შეფასებას აკეთებს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით:

,,არ შეიძლება უფრო გასაგებად ითქვას? ხან ვადასტურებთ, რომ პატრიარქი უძლურებაშია და მას არც მეტყველების უნარი არ გააჩნია და იქვე ვსაუბრობთ, რომ წერს ეპისტოლეებს, სადაც რამდენიმე ირონიული გადასვლები და უმნიშვნელოვანესი ანალიზია…?

ვინ თხზავს ასეთი საპირისპირო მოსაზრებებს ერთსადაიმავე დროს ერთსადაიმავე პიროვნებაზე… სადღაც ლოგიკა იკარგება ბევრ სხვა საკითხებშიც.

ერთხელ პატრიარქის პირველმა რეფერენტმა მითხრა, რომ პატრიარქი საერთოდაც ვერ წერს ქართულად. ის, თუ დაწერდა, მხოლოდ რუსულად და შემდეგ ითარგმნებოდა. მას მხოლოდ რუსულ ენაზე აქვს მიღებული განათლება!

და ახლა ამ მდგომარეობაში, რომელ ეპისტოლეზეა მსჯელობა, თუ ჩვენი გართობა გაქვთ განზრახული?!!
უფრო მეტი რეალობა და რეალობის შეგრძნება. მეტი პოლიტიკა და მეტი გამჭირვალობა!!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა