“უცებ ბევრი პოლიციელი ერთად მეცა… მე ვარ შშმ პირი, გაზით მოწამლული ვარ უკვე მე-6 დღეა” – თორნიკე მსხილაძე

1 week ago 7

9

გუშინ საპოლიციო ფორმიანი პირების რეიდების დროს დაჭერილი თორნიკე მსხილაძე ტვ პირველთან ამბობს:

ჯერ მოტყუებით მოვიდა პოლიცია და მეუბნება, რომ გადმოდი მანქანიდან და მერე გაგიშვებთო, უბრალოდ, უნდა შეგამოწმოთო, ჩხუბი მოხდა და პრევენციის მიზნითო. ეს ლაივში ყველაფერი ჩანს. შემდეგ დაიწყეს მანქანის ჩხრეკა. მერე მეუბნებიან, რომ არ ვჩხრიკავთ, ზედაპირული დათვალიერებააო.  მანქანაში როდესაც ვერაფერი იპოვეს კანონსაწინააღმდეგო, უკვე არ იცოდნენ რა ექნათ, ტელეფონზე ლაპარაკობდა სულ ერთი ადამიანი და უცებ მეუბნებიან, რომ ჩაწიე კამერაო. მეთქი, კამერას არ ჩავწვე, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უფლება, რომ გადავიღო და უცებ ბევრი პოლიციელი ერთად მეცა და რა თქმა უნდა, ვეჭიდავე ამ ტელეფონს და არ გავუშვი ხელი. ჩამსვეს მანქანაში, ხელბორკილი დამადეს და ამის მერე უკვე კარგად მექცეოდნენ ნამდვილად. ხელწერილით გამომიშვეს და მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან. მე ვარ შშმ პირი. გაზით მოწამლული ვარ უკვე მე-6 დღეა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. გაზის გამოყენებაც მოხდა არალეგალურად.

სრულად წაკითხვა