,,ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის” – რას წერს ხატია დეკანოიძე

2 weeks ago 9

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მეგობრებო,

როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის უნსპექტორი – ყველა საშინლად იღლება.

ისინი 24 საათი განმავლობაში სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე – განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს.

ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის.

მათ არ შეუძლიათ სახლში წასვლა, ვერ იკვებებიან კარგად, ეძინებათ.

თან, როგორც წესი, გულში უფროსობით აუცილებლად უკმაყოფილოები არიან.

ძალიან იღლებიან და არანაირი მითოლოგია მათ უკან არ არსებობს.

მათი რაოდენობა სასრულია. ჩვენი არა.”

სრულად წაკითხვა