სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ორი ქვეყნის სასაზღვრო სივრცის რაიონში შეხვედრა, რუსეთის გაზის მიწოდების საკითხზე სამსჯელოდ. ეს წინადადება გამოთქმულია ფიცოს ღია მიმართვაში, რომელიც ფეისბუკით გამოქვეყნდა.
ფიცო თვლის, რომ ამგვარი შეხვედრა "შექმნის კარგ პირობებს ღია საუბრისთვის სლოვაკეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდებაზე".
ფიცოს სიტყვებით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დიდი ზიანი მოაქვს საკუთრივ უკრაინისთვის, ასევე სლოვაკეთისთვის და განსაკუთრებით ევროკავშირისთვის. "ეს იწვევს არაერთმნიშვნელვოან რეაქციას, რაც ხელს არ უწყობს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ურთიერთობებს" - ამბობს ფიცო.
მოგვიანებით ზელენსკიმ ფიცოს წერილს უპასუხა და სლოვაკეთის პრემიერს პარასკევს კიევში ჩასვლა შესთავაზა.
რუსეთის გაზის უკრაინის გავლით ექსპორტი 1 იანვარს შეწყდა - ამ დღეს გაუვიდა ვადა სატრანზიტო კონტრაქტს რუსეთსა და უკრაინას შორის. სლოვაკეთი უკრაინისგან შეთანხმების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.
რობერტ ფიცო გამოვიდა მუქარით, რომ საპასუხო ზომებს გაატარებს - მათ შორის, შესაძლოა, კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემცირებით, სლოვაკეთში უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის შეწყვეტით ან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაჩერებით.
სლოვაკეთს მოეპოვება ალტერნატიული წყაროები გაზის მიღებისთვის, მაგრამ ფიცო ამბობს, რომ მისი ქვეყანა ტრანზიტის შემოსავალს კარგავს.