“ფოტოგრაფთა კლუბისთვის სივრცის დახურვა შემოქმედებითი გამოხატვის შეზღუდვაა” – საია 

1 day ago 3

“საია” ეხმიანება გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ გამოხატვის სივრცის დახურვა მოხდა.

“ეს საპროტესტო და შემოქმედებითი გამოხატვის უკანონო შეზღუდვის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითს წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მერიის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თავისუფალი სახელოვნებო გამოხატვის სივრცის დახშობაა.

“საია მხარდაჭერას უცხადებს ა(ა)იპ – „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ და მოუწოდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია განცხდებაში. 

სრულად წაკითხვა