ქალაქები საქართველოში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

3 weeks ago 19

მოქალაქეები თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციებს მართავენ.

18:00 საათზე აქცია დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. აქ შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ გადადგნენ სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარე და გენდირექტორი: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, პირველი არხის ეთერი ყოველდღიურად დაეთმოს საზოგადოებას და არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში.

19:00 საათიდან აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ როგორც პარლამენტთან, ისე მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ასევე, მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

აქციები იმართება ბათუმში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, ზუგდიდსა და სხვა რამდენიმე ქალაქში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაა პროტესტის გამოხატვისას დაკავებულების გათავისუფლება.

ხაშურში გამართული აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და თანაქალაქელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ მათ პროტესტს.

“ხაშური არის ევროპა”, “აჯანყდი” – ამ შეძახილებით მოიარეს მათ ქალაქის ქუჩები.

საპროტესტო მსვლელობა იმართება რუსთავშიც. როგორც ჯგუფ “დაიტოვეში” ადგილობრივები წერენ, მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

გარდა ამისა, აქციები იმართება ოზურგეთში, დმანისში, ლანჩხუთსა და ყვარელში.

სრულად წაკითხვა