"ქალები დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის მომავლისთვის" - პრეზიდენტი ქალთა მარშს მცირე ხნით შეუერთდა

23 hours ago 3

პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისსა და ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა.

თბილისში გამართული ქალთა მარშის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მათ მცირე ხნით შეუერთდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შემაღლებული ადგილიდან მიმართა.

"ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის", - თქვა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც იგი კვლავ სასახლეში დაბრუნდა.

ქალების მარში 25 დეკემბერს, ფილარმონიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირის გავლით ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რის შემდეგაც მარში პარლამენტთან დაასრულეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მარშზე. 25 დეკემბერი, 2024 წელი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მარშზე. 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქალთა მარში თბილისში. 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქალთა მარში თბილისში. 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქალთა მარშს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ქალები მთავარ ბულვარში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობა გამართეს. რამდენიმე წუთით გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გზა და მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს.

ქალების მარში ზუგდიდში. 25 დეკემბერი, 2025 წელი

ქალების მარში ზუგდიდში. 25 დეკემბერი, 2025 წელი

მარშის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც 28-ე დღეა საპროტესტო აქცია ტარდება.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ადმინისტრაციის შესასვლელთან ახლოს, კიბეზე დგომის უფლება არ მისცა.

მარშის მონაწილეების მიერ ამ ფაქტის გაპროტეატების შემდეგ, მათ ნება მისცეს სააურველ ლოკაციაზე დგომის.

სრულად წაკითხვა