“ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა კი ნელა რეაგირებს – ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი” – პრეზიდენტი

4 days ago 3

4

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა და თქვა:

“ეს ეხება საქართველოს მომავალს და ნათელია რომ ქართველები არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ მიიღებენ, რადგან ეს არის დემოკრატიული გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა. ეს არის ასევე, თქვენი საკითხი. ეს ევროპასაც ეხება. ეს ეხება ევროპის დამაჯერებლობას. ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა სხვა გზით წავიდეს, არ უნდა დაუშვას, რომ მთავარი პრინცპირები დაირღვეს.  რუსეთი არ შეცვლილა და თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ ჩავარდება ისევ, მე არ ვლაპარაკობ სამხედრო ინტერვენციაზე, მე ვსაუბრობ კონსტიტუციურ ინტერვენციაზე, შედეგები ქნება ძალიან მძიმე.

მას შემდეგ რაც მან წააგო სიარიაში, მან უნდა მოიგოს საქართველოში? ამას შემდგე რაც უკრაინაში წარმატების მიღწევა ვერ შეძლო, მან უნდა მოახერხოს ეს საქართველოში? წააგო მოლდოვაში და უნდა მოიგოს საქართველოში? არა! 

რუსეთი იყენებს მის მარიონეტებს ქვეყანაში, რათა თავისი ძალაუფლება დაამყაროს. რომ ვიყოთ გულწრფელები, ევროპამ ვერ შეასრულა თავისი საქმე, რაც მოსალოდნელი იყო. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, მე არ შევალ სპეციფიკურ დეტალებში , თქვენ იცით რომ ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის,  ევროპა კი ნელა რეაგირებს. ქართველები ჯერ კიდევ ელიან რომ ბრიუსელიდან  და ვაშინგტონიდან რეაგირება იქნება და მე იმედი მქვს რომ ჩვენ არ მოგვიწევს ლოდინი და უფრო ღრმა კრიზისში ყოფნა, სანამ ევროპა იმოქმედებს და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან. ევროპარლამენტარებმა ეს გააკეთეს, როცა ჩამოვიდნენ თბილსიში, იყო მაკრონის ძლიერი მესიჯი, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. მეტი ვიზიტები საქართველოში, რომელშიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები.

შეიძლება ევროპას შეეგუოს, რომ ომის პარტიას უწოდებენ, შეუძლია შეეგუოს, რომ საქართველო არ მოძრაობს ევროპისკენ? შეუძლია ევროპას შეეგუოს რომ საქრთველოს პრემიერი იტყუება რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის პოზიიცის შესახებ ? მეორე მიმართულება, რომელშიც ევროპას შეუძლია იმოქმედოს, არის სამართლიანობა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ასობით დაკავებული, ზოგიერთ მათგანს 9 წლიანი პატიმრობაც კი ემუქრება. უნდა იყოს ძალიან დიდი მონიტორინგი. ამასთან, უნდა დიასაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლის ყველა ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც წამება”

სრულად წაკითხვა