ქართველი მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების მოთხოვნა მწერალთა სახლს

2 weeks ago 16

დღეს, 3 დეკემბერს მწერალთა სახლში მისული ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ თავიანთი მოთხოვნის შესახებ:

გთავაზობთ მათ განცხადებას:


“მოვითხოვთ, საქართველოს მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება:

  • „სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე;
    სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე სასტიკად ნაცემ მთარგმნელს, დათა ხარაიშვილს და საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა.
  • ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყნის ევროპული კურსის ღალატს.“
სრულად წაკითხვა