აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მხარესაა.
„ქართველი ხალხის მხარეს ვართ. ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებული ვართ ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან, ვიცით რას უჭერს მხარს ქართველი ხალხი. როცა გვექნება განცხადებები სანქციებზე, გავაკეთებთ“, – ამბობს იგი.
აშშ-მ, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ევროინტეგრაცია 2028 წლამდე „დღის წესრიგიდან მოხსნა“, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.