„ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას!“- ქართველი ჰალკის ამერიკული ტრიუმფი (ვიდეო)

6 days ago 7

შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებული – მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა.

საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდში მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლევანმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში კარიერაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

ამ გამარჯვებით ლევან საგინაშვილმა დაიცვა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელსაც მიმდინარე წლის აპრილში სტამბოლში კანადელ დევონ ლარატის (Devon Larratt) დამარცხების შემდეგ დაეუფლა.

შეხვედრამდე ქართველ მკლავჭიდელს მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა წარმატების მიღწევაში.

ლევან საგინაშვილმა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „მადლობა, ქართველებო! ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას!“

ამავე თემაზე: უძლეველი ქართველი ჰალკი ამერიკული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს შეერკინა – სახალისო ვიდეო

სრულად წაკითხვა