„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის თანამშრომლები ემიჯნებიან

3 weeks ago 14
ეროვნული ბანკის შენობა, წყარო: NBG

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი, ეროვნული ბანკის 176 თანამშრომელი გაემიჯნა. 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ისინი ამბობენ, რომ „28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას”, – აცხადებენ ისინი.

განცხადება არის ერთ-ერთი იმ განცხადებებიდან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეებმა გაავრცელეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა