„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილმა წევრმა ივანიშვილი „ღალატის“ გამო გააკრიტიკა

1 week ago 6

ბიზნესმენმა გიორგი ჩხეიძემ, რომელიც 2016-2018 წლებში „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 10 დეკემბერს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება „ერის ღალატია“.

„ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ დააყენებს და საკუთარი ერის მისწრაფებას დაუპირისპირდება, განწირულია და აუცილებლად დამარცხდება. რაც უფრო ძლიერ ეცდება დაჩაგროს და  დაამარცხოს საკუთარი ერი, მით უფრო სასტიკად დაისჯება. ეს შედეგი ისტორიულად გარდაუვალია“, – წერს ჩხეიძე.

მისი თქმით, საქართველოში ძალაუფლება „ერთპიროვნულად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია“, რომელიც „მიზანმიმართულად აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამით ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს“. ჩხეიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა შექმნა ავტორიტარული რეჟიმი სასამართლო სისტემის დაქვემდებარებით, ჭეშმარიტი პოლიტიკური კონკურენციის აღმოფხვრით და მოსახლეობაში შიშის კლიმატის გაჩენით. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, „უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ მიზანს, რის გამოც თავის დროს ხალხმა აირჩია და ახლა უარესი ფორმით იმეორებს იმ ქმედებებს, რის გამოც ხალხმა წინა ხელისუფლებაზე უარი თქვა იმ იმედით, რომ არასდროს დაუბრუნდებოდა იმ საშინელ მდგომარეობას“. ჩხეიძემ ივანიშვილი აშშ-სა და ევროკავშირთან ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული კავშირების მიზანმიმართულად დანგრევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან „მარტო დაგვტოვა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების, შესაძლოა ფატალური საფრთხეების წინაშე“.

ჩხეიძე ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდებს უშუალოდ ივანიშვილთან და არა მის ქვეშევრდომებთან დასაპირისპირებლად, რომელთაც ის „რეჟიმის ჭანჭიკებს“ უწოდებს. ის ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მმართველობამ შეარყია ქვეყნის ინსტიტუტები და შეურაცხყო მისი ხალხის ღირსება პოლიტიკური პროცესებით მანიპულირებითა და ფორმალურ თანამდებობებზე არაკვალიფიციური პირების დანიშვნით. ჩხეიძის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართველი ერი, შევძლებთ ჩვენი ცივილიზაციური ქართველი ხალხი შეძლებს „არჩევანისა და თავისუფლების დაცვას, ბოლომდე ვიბრძოლებთ და  დავამარცხებთ ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც გაბედავს და ჩვენს ნებასა და მისწრაფებას წინ აღუდგება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა