“ქართულმა ოცნებამ“ ბანდიტიზმის ლოგიკა მოირგო” – პაატა ციკოლია

4 days ago 2

1

რეჟისორი პაატა ციკოლია ამბობს, რომ “ოცნება” სამართლიანი პროტესტის ჩახშობას უხეში და ცინიკური მეთოდებით ცდილობს, მათ შორის, ტიტუშკების მეშვეობით, თუმცა ეს არ გამოუვათ. ხელოვანის თქმით, ქალაქს, რომელმაც ბანდიტიზმი ერთხელ უკვე ნახა, ტიტუშკებით ვერ დააშინებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ბანდიტიზმის ლოგიკა მოირგო და პირველივე ღამიდან დაიწყო მართლა მშვიდობიანი და მართლა სამართლიანი პროტესტის ჩახშობა და ჩახშობა უხეშ, ცინიკურად, გვცემდა და გვეუბნებოდა, „აბა, კიდევ მოხვალთ აქციებზე? და აბა, გიშველის ახლა ლოცვა?!“ ერთადერთი ამოცანა იყო, რომ ძალით ჩაეკლათ თავისუფლების და სამშობლოს სიყვარული. პროტესტი იმხელაა უკვე, რომ ერთი ორი მთვრალი კაცი ამ პროცესს ვერ ჩაშლის და ვერც ბანდა აიღებს თბილისს, გამორიცხულია. მითუმეტეს ქალაქს, რომელმაც ეს ბანდიტიზმი გამოიარა და ეს სახადი მოხდილი აქვს და არავის აპატიებს ბანდიტების თავზე დასმას, – ამბობს პაატა ციკოლია. 

სრულად წაკითხვა