“ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან სპეცრაზმმა ძალით გამოათრია ხალხი, ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას” – ბასტი მგალობლიშვილი

1 week ago 5

6

ბლოგერი, ბასტი მგალობლიშვილი:

რახან ზოგიერთისთვის დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანები არაფერს ნიშნავს, მაშინ ამას შეგახსენებთ: სპეცრაზმი შეიჭრა ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე, ძალით გამოათრია ეკლესიის შესასვლელიდან ხალხი, ჟურნალისტები ყვირილით და ხელის კვრით გაგვრეკა ეკლესიიდან. ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას. ხალხს ამაოდ ჰქონდა იმედი, რომ ეკლესიის ეზოში ძალადობას მოერიდებოდნენ. კადრები შემიძლია მოგაწოდოთ, თუმცა ნანახი გექნებათ, დარწმუნებული ვარ. მერე ეს ნიღბიანები გვერდითა ჭიშკარშიც ჩადგნენ და ეკლესიის ეზოდან შვილის ასაკის გოგოებს აგინებდნენ და ,,ამოვიღებ და დაგანახებო” ეუბნებოდნენ.

თქვენ, ვისაც წამებაზე, რეპრსიებზე, უსამართლობაზე კრინტი არ დაგიძრავთ, ეკლესიაში შეჭრა კი არ გაწუხებთ (რაც სინამდვილეში არ მომხდარა და ტყუილია), არამედ ასე იმშვიდებთ სინდისს, ეს არის თქვენი დუმილის გასამართლებლად გადმოგდებული ხავსი, რომელიც დიდ ხანს ვერ დაგიჭერთ.

17 წლის შემდეგ 7 ნოემბერს რომ ვერ გაუთანაბრეთ ეს ჯოჯოხეთი, მოვიცლი და ამაზეც მოგახსენებთ, რას ვფიქრობ.

სრულად წაკითხვა