ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

2 weeks ago 5

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით, კოლეგებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაგმეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო.

შეკრებილებმა „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია მედიაზე ძალადობა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულის გუშინ ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სრულად წაკითხვა