„ღმერთმა არ ქნას, ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეთ…”- ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს

1 day ago 6

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!

პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.

თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!” – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა