“ყაველაშვილის “არჩევა” კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში Gleichschaltung-ისკენ” – როთი

1 week ago 5

“საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის “არჩევა” კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუტის “Gleichschaltung”-ისკენ. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს.”

– ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას.

გლაიხშალტუნგი (გერმ. Gleichschaltung) — ტერმინი, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტები იყენებდნენ გერმანიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების ხელში ჩაგდების აღსანიშნავად.

სრულად წაკითხვა