1
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მე არ ვიცი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა თუ მოვიდა, არც ის ვიცი ცემეს თუ ლახტით ვარჯიშის დროს დაეცა, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა:
ორგზის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს ყველანაირი ძალაუფლება ჩამოართვეს, კობახიძე და მდინარაძე მოასვეს თავზე, არაფერს ეკითხებიან, პრეზიდენტის სიმბოლურ თანამდებობას ჰპირდებოდნენ და ისიც არ აღირსეს, ყველაზე რთულ მომენტში ყველაზე დიდი ტვირთი ათრევინეს და დღეს ეუბნებიან, არაფერში, საერთოდ არაფერში არ გვჭირდები, იყავი შენთვის გაყუჩებული და თუ საჭირო იქნები, შალვა პაპუაშვილს გამოგიგზავნით დავალებითო…
ესეც გაბრაზებულია, ადგილს ეძებს, კაცი 32 წლის უკვე მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა და ეხლა ნულად აცხადებენ, ყაველაშვილს მასზე წინ აყენებენ.
ერთი სიტყვით, შეიძლება ოფიციალურად ის არ გაუგდიათ, სინამდვილეში არ უცემიათ, მაგრამ პოლიტიკურად გაგდებულიც არის და ნაცემიც…