“ყველანი ვსაუბრობთ ხარებაზე და გომელაური ბევრს გამოგვრჩა…” – რას ჰყვება გომელაურზე ნიკა მელია

1 week ago 6

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია:

462 ადამიანია არის დაპატიმრებული უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში. მოქალაქეები უკვე შსს–ს აღარ ეძახიან, შიფრავენ აბრევიატურას ასე – შენი სიცოცხლე საფრთხეშია და მართალია და ასეა. ესაა სათავე ბოროტების – ივანიშვილ–გომელაურის ბოროტების სათავე. ადამიანები აწამეს… ყველანი ვსაუბრობთ ხარებაზე, იმას თავისი ცოდვა ეყოფა და კიდევ დაიმატებს, მაგრამ გომელაური ბევრს გამოგვრჩა, ბევრს, ყველას არა, ივანიშვილის პირადი მცველი, რომლის უშუალო ბრძანებითაც იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება მიღებული ხალხის წამების. მაგალითად, ერთი სამარშუტო მანქანა ქაშვეთთან, მისი ბრძანებით იყო, სადაც შეყავდათ დაკავებული მოქალაქეები და მერე უმოწყალოდ სულს ხდიდნენ ცემაში და აწამებდნენ. ხდიდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, გონის დაკარგვამდე ცემდნენ. პრაქტიკულად ყველას ცხვირი აქვს გატეხილი, თვალი დალურჯებული, თავი გადაყვლეფილი. არც ერთ ადამიანს კითხვა არ უჩნდება – რისთვის დააკავეს? – ისედაც ცხადია, ქვეყნის სიყვარულისთვის. 

გამოსავალია, პოლიტიკური პატიმრების, გმირების სწრაფად გათავისუფლება, ყველა ადამიანი, ვინც დგას რუსთაველზე, გმირია, ვინც იცის, რა შეიძლება ელოდოს და მაინც 13 დღეა აქ გამოდის და ახალი არჩევნები, რომელიც ერთადერთი გამოსავალია კრიზისის დასაძლევად, ოღონდ ეს ახალი არჩევნები არ გულისხმობს გომელაურის და ლილუაშვილის თანამდებობებს, პირად მცველებს თანამდებობებზე არ გულისხმობს. 

ამ ძალადობის მასშტაბის 5 პროცენტი არ შერჩენია ამ ქვეყანაში ხელისუფლებას და მართლა ვინმეს სჯერა, რომ გვერდს აუვლიან?

ახლა ესენი არიან იმ სპირალში, რომ ერთი და იგივე უნდა აკეთოს, უნდა იძალადოს, რომ შედეგი მიიღონ, მაგრამ პირიქით შედეგს იღებს.

მთელი ჯაჭვია შექმნილი ამ სისტემაში, “შენი სიცოცხლე საფრთხეშია” სამინისტროში, და ამ ჯაჭვის ყველაზე ამორალური და უზნეო რგოლია საპატრულო პოლიცია, ვითომ ზრდილობიანები და ნაწამებ ადამიანებს გარდამავალი დროშასავით რომ ჩაუსვამენ მანქანაში და მერე ჩვენებებს აძლევენ სასამართლოზე ისე რომ ეპიზოდთან შეხებაც არ ჰქონიათ. ეს რეჟიმი ჩამოინგრევა იმით, რასაც ვაკეთებთ უკვე მე–13 დღეა. 

სრულად წაკითხვა