ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

1 week ago 8

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები განიხილავენ შეზღუდვებს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვისაც:

“როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვიზო რეჟიმის შეჩრების, ასევე გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის. ჩვენ არ გვინდა რომ ზიანი მივაყენოთ მოსახლეობას, არ გვინდა რომ დავსაჯოთ ხალხი, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას ევროკავშირის ფასეულობების მიმართ არამხოლოდ საქართველოს დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებშიც, სადაც აფრიალებენ ეროკავშირის დროშებს. მაგრამ ხელისუფლების წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასტიკესა და ძალადობაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ ორშაბათს, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული” ამბობს ჰერჩინსკი [სინქრონული თარგმანი]

სრულად წაკითხვა