შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც ნდობა არის დაკარგული ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ, კანონის მიმართ, სასამართლოს მიმართ – სალომე ზურაბიშვილი

11 hours ago 4

2

სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა:

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამეთუ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარში ანწუხელიძის რომელიც არის ძალიან ღირებული. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ არ შეძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, არ  შეიძლება რომ არ ვუერთგულოთ ჩვენ ჯარს, არ შეიძლება რომ არ ვუერთგულოთ იმ სულისკვეთებას, რომლითაც იცხოვრა და გარდაიცვალა ანწუხელიძე, ეს არის საქართველოს სიყვარული და არდანებება, რომ არ დაუთმო არავის ამ ქვეყნის თავისუფლება, მომავალი და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ასევე მე აღვნიშნე გუშინ, რადგანაც ასევე იყო ვეტერანების მარში, რომ მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვარ ერთგული იმ ჯარის, რომელმაც გაიარა რთული წლები, რომელმაც იცის სად არის მისი მტერი და რომელმაც იცის ასევე ძალიან კარგად ვინ არიან ის პარტნიორები, რომლებმაც მას ხელი გაუწოდეს  და დაეხმარნენ, რომ მისი აღჭურვა, მზადყოფნა, მისი პროფესიონალიზმი ყოფილიყო იმ დონეზე, სადაც არის დღეს…

როცა არჩევნები არ შემდგარა, გაყალბდა ამ ფორმით და ნდობა აღარ არის ქვეყანაში და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ყველაფერი, რაც არჩევნებს მოჰყვება ზოგადად დემოკრატიულ სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი აღარ არის დამაჯერებელი, აღარ არის ლეგიტიმური და აღარ არის კონსტიტუციური. შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც ნდობა არის დაკარგული ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ, კანონის მიმართ, სასამართლოს მიმართ, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ახალგაზრდებს ხან აჯარიმებს, ხან აკავებს. პოლარიზაცია იზრდება და იზრდება იმიტომ, რომ მოდის ვითომცდა გამარჯვებული მხარიდან, რომელიც უნდა იყოს გამარჯვებული, ლაღი, ახალი წელი მოდის, იმათგან მოდის ძალიან დიდი დაცინვა, შეურაცხყოფა და სიძულვილი. ესეც კრიზის ნაწილია. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს ერთად უნდა ვიცხოვროთ. ეს არ არის დიდი ქვეყანა…

სრულად წაკითხვა