შეიქმნა პლატფორმა, რომელშიც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია

2 weeks ago 22

ინტერნეტში გავრცელდა ახლადშექმნილი პლატფორმის ლინკი, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება.

პლატფორმის შემქმნელის ვინაობა უცნობია.

ამავე ლინკზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლითაც აქციის მონაწილეებს აცნობენ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობდა. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტებზეც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

სრულად წაკითხვა