შენგელიას 20 ქულისა და 10 მოხსნის მიუხედავად ვირტუსმა ბრეშაში ქულით წააგო

2 weeks ago 10

თორნიკე შენგელიას გამორჩეული შედეგიანობა და მისი ვირტუსის დასანანი მარცხი სერია A-ში. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლონიური კლუბი სტუმრად “ბრეშას” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 97:98 დამარცხდა.

ვირტუსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა თორნიკე შენგელიამ. მან 32 წუთში 20 ქულას, 13 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თოკომ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, მან ბურთის ჩაგდება პერიმეტრიდან ოთხჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე ვირტუსმა წინ გასვლა 5 ქულით მოახერხა. ბოლო პერიოდამდე ბოლონიელებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, ბრეშამ თამაში მაინც გადაარჩინა და საბოლოო ჯამში, 1 ქულით მოიგო.

მასპინძლების მხრიდან საუკეთესო 24 ქულით ჯეისონ ბერნელი იყო, 22 ქულა კი ნიკოლა ივანოვიჩს ჰქონდა.

ვირტუსს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ შედეგით მეორე ადგილს ტრაპანისთან და ბრეშასთან ერთად იყოფს. მომდევნი ტურში, 8 დეკემბერს შენგელიას გუნდი ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდება.

GBF.GE

სრულად წაკითხვა