“შეურაცხადმა არალეგიტიმურმა თაღლითმა ჩამოარაკრაკა მორიგი ტყუილები” – მეზვრიშვილი

11 hours ago 2

4

“საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:

შეურაცხადმა არალეგიტიმურმა თაღლითმა ჩამოარაკრაკა მორიგი ტყუილები. სიმართლე:

1. არჩევნების გაყალბებაში ლომის წილი აქვს ორ ფაქტორს: არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ამომრჩეველზე სისტემურ ზეწოლას, რაც სუსის ორგანიზებით, პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებით განხორციელდა; 26 ოქტომბრის მდგომარეობით არ არსებობდა არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ორივე ფაქტორი დააბეტონა ოდირმა. მეტიც, ამ სათაურით გამოაქვეყნა „ოცნებისთვის“ დამანგრეველი დასკვნა.

2. აღარავინ ჭამს იმას, რომ ამ ქვეყანაში რამე ექვემდებარება კონსტიტუციას. მართვის სისტემა მთლიანად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. ხელისუფლების არც ერთი შტო ლეგიტიმური აღარ არის. შესაბამისად, ახალი არჩევნები იქნება შიდა და გარე პოლიტიკური წნეხის შედეგი. კუთხეში მიმწყვდეული ივანიშვილი რომ ფორმალურ საფუძველს მოძებნის, ამას ჯერ კობახიძეს უმალავენ. ფრთხილად ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, მთავრობისთვის ნდობის საკითხი რომ დაგაყენებინოს რაც გინდა ის დაუძახეს და რაც გინდა ის გააკეთეს და შემდეგ ყაველაშვილს დაანიშნინოს სად მიდიხარ მერე? მაგრამ რადგან თქვენ ყველა არალეგიტიმურები ხართ, ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები და არა რიგგარეშე. მაგის საფუძველიც მოიძებნება, მერწმუნე – იოსელიანს გააგზავნის სასამართლოს კლანთან.

სრულად წაკითხვა