სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგლისის ჩემპიონშიპის რიგით მე-18 ტურის შეხვედრა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ქუინს პარკ რეინჯერსთან 0:0 ითამაშა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თავიდანვე ძირითადში იმყოფებოდა და მთავარ მწვრთნელს გიორგი საერთოდ არ შეუცვლია.
ჩაკვეტაძემ საკუთარ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასება მიიღო. ქართველ ფეხბურთელს 7.2 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.
რაც შეეხება უოტფორდს, ისინი ჩემპიონშიპის მე-6 ადგილზე 30 ქულით არიან და პირველადგილოსანს 8 ქულით ჩამორჩებიან.