შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, რომ პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ? -პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს

4 days ago 4

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან – “ევროპარლამენტარებმა ეს გაკეთეს, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისში, იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი, მეტი ვიზიტები საქართველოში, რომელიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები” – მიმართა პრეზიდენტმა ევროდეპუტატებს.

შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, შეეგუებიან ევროპელები, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ? – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ისაუბრა აქციაზე დაკავებულების შესახებ და მათი გათავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესებზე – “დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც წამება” – ამბობს პრეზიდენტი

სრულად წაკითხვა