:შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! – მიხაილ როთი კობახიძეს

2 weeks ago 6

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი  საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეს სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოში “ლიბერალური ფაშიზმის სრულიად აღმოფხვრაზე” ისაუბრა.

“საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს “ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც “კრემლის სტილში” უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!” – დაწერა მიხაილ როთმა თავის სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში “კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას” ბოლოს მოუღებდა:

“ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში” – თქვა კობახიძემ.

სრულად წაკითხვა