შეწყვიტეთ ძალადობა – 4 ქვეყნის პრეზიდენტები ოცნებას

2 weeks ago 11

ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, ლატვიის პრეზიდენტი ალარ კარისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

საქართველოს საკითხი პრეზიდენტებმა 6 დეკემბერს ლიტვაში შეხვედრისას განიხილეს.

პრეზიდენტები წერენ, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილებით. მათივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონტროვერსიულობის გამო ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ეჭვები არსებობს, რის გამოც პრეზიდენტები არჩევნებზე დარღვევების ცნობების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კარისი, რინკევიჩი, ნაუსედა და დუდა ქართველ ხალხზე ძალადობას უმკაცრესად გმობენ და ქართულ ოცნებას ძალადობრივი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა 2024 წლის 6 დეკემბერს ლიტვაში, კლაიპედაში შევხვდით.

რამდენადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ღრმა იმედგაცრუებას გამოვხატავთ EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებაზე საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დამახინჯებული იყო მნიშვნელოვანი კონტროვერსიით, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ეჭვებს აჩენს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და მოვუწოდებთ, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე არასათანადო ზეწოლის შესახებ არაერთ ცნობაზე, რომლებმაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარეს.

უმკაცრესად ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ასევე თავიანთი იმ პიროვნებების პირობით დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს იყენებდნენ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და , საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაიცვას შეკრების და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები. ძალადობის ყველა ქმედება უნდა დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ჩვენ ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მათი მტკიცე ერთგულების ურყევ მხარდაჭერას ხელახლა ვადასტურებთ.

სრულად წაკითხვა