“შიგნიდან არიან ძალიან გატეხილები”- რას ჰყვება ბექა ყორშია

2 weeks ago 6

4

“მთავარი არხის” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია დაკავების დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელები ძირითადად მის სიუჟეტებზე ლაპარაკობდნენ და ეკითხებოდნენ ვის რატომ დაურეკა. ბექა ყორშია, ცოტა ხნის წინ, ოლიგარქის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

“ისეთ რეჟიმთან გვაქვს და ისეთ რეჟიმთან ვართ ბრძოლაში შესულები, რომ საერთოდ ყველაფერს შეიძლება მოელოდე.

გარეთ ისეთი რაღაცები ხდებოდა, ჩემთან შემოდიოდა ეს ამბები, მხოლოდ ადვოკატის დახმარებით. ისეთი რაღაცები ხდებოდა მე რომ მოვყვე ახლა მე რა დამემართა ეს იქნება სრულიად უმნიშვნელო და არარელევანტური. მე მითხრეს, მომიყვნენ მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის ამბავს მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ამ ადამიანებს, მთლიანად “TV პირველის” გუნდს და საერთოდ ქართველ ჟურნალისტებს. ისინი არიან ბრძოლის წინა ხაზზე, ფრონტის წინა ხაზზე არიან და მართლა ამ მონსტრს და ურჩხულს ებრძვიან შიშველი ხელებით და ძალიან ვაფასებ მათ გმირულ, თავგანწირულ ბრძოლას.

ნიღბიანები იყვნენ [დაკავებისას], არ ვიცი გდდ იყო თუ სხვა განყოფილებიდან, მაგრამ როგორც თავად ამ პოლიციელმა, ვინც დამაკავა, აღნიშნა სასამართლოზე, თქვა, დაადასტურა, რომ მიცნო და ეს იყო საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გადაწყვიტა რომ ავეყვანე. ძირითადად იყო სულ ჩემ სიუჟეტებზე ლაპარაკი. რატომ აკეთებ ამას, იმას რატომ დაურეკე ამას რატომ დაურეკე სულ ამაზე იყო ლაპარაკი.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ რაც უნდა გავიაზროთ არის ერთი რამ, რომ შიგნიდან არიან ძალიან გატეხილები, მე ამ ადამიანებთან მქონდა უშუალო კომუნიკაცია, ძალიან გადაღლილები არიან და აქვთ ერთადერთი სურვილი რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს აქციები. ჩვენ ამ სურვილს ვერ შევუსრულებთ… იყო ფიზიკური ანგარიშსწორება… ” – ამბობს ბექა ყორშია. 

სრულად წაკითხვა