მაშველებმა შოვის სტიქიისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით ნახეს.
” სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი”, — ამბობს შსს.
ამ ეტაპზე მაშველების მიერ სტიქიის ზონაში 28 ცხედარია ნაპოვნი, 5 ადამიანს კი — ჯერაც ეძებენ.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.