შოთა ნონიკაშვილის გმირობა უკრაინაში - ქართველმა თანაგუნდელის სიცოცხლე იხსნა

1 week ago 10

უკრაინის ჩემპიონატში შოთა ნონიკაშვილის ჩერკასი ოლექსანდრიას ხვდებოდა. შეხვედრის 53-ე წუთზე შოთას თანაგუნდელი ოლექსანდრ კაპლიენკო წაიქცა, კანკალებდა და პირველადი დახმარება ექიმების მისვლამზე ქართველმა ფეხბურთელმა გაუწია.

ყოველივე ამაზე შოთამ ფეისბუქ გვერდ "22 მოთამაშე"-სთან ისაუბრა, მის კომენტარს კი უცვლელად გთავაზობთ.

"ასეთი რამე არ მინახავს... ოლექსანდრია გვიტევდა. კაპლიენკო უცებ მინდორზე დაწვა. ახლოს მივედი. მეგონა ფეხი ეტკინა.

ვიფიქრე, ექიმი მოვა-მეთქი და გამოვტრიალდი. მაგრამ უცებ მესმის გარშემო ყვირილი, ვხედავ ოლექსანდრიას ფეხბურთელი თავზე ადგას. კაპლიენკო კი კანკალებდა... უცებ მივვარდი, ოლექსანდრიას ფეხბურთელი გავწიე, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე. თან რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიჭერდა კბილებს. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. თვალები გადატრიალებული ჰქონდა... ჩემს ხელს ვეღარ ვგრძნობდი. გული ისე მქონდა, არ ვიცი... გადარჩა ღმერთის წყალობით

", - ამბობს ნონიკაშვილი.

სრულად წაკითხვა