“შოკისმომგვრელი რამ ვრცელდება,ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და..” – ნახეთ რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე

1 week ago 6

მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბულ­მა მეტ­რო­სად­გურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ხელი ჰკრა და ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დო, რა დრო­საც მას მოძ­რა­ვი ელ­მა­ვა­ლი შე­ე­ჯა­ხა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 10 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ „სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სად­გურ­ში ბრალ­დე­ბულ­მა სრუ­ლი­ად უმო­ტი­ვოდ, ყო­ველ­გვა­რი სა­ბა­ბის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მეტ­რო­სად­გუ­რის მგზავ­რე­ბის თვალ­წინ,

ბა­ქან­ზე მდგარ მის­თვის უც­ნობ პირს ხელი ჰკრა და ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დო, რა დრო­საც მას მოძ­რა­ვი ელ­მა­ვა­ლი შე­ე­ჯა­ხა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს” – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ბექა მინ­დო­რაშ­ვილს 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი ადრე რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას, ლაშა ამი­რე­ზაშ­ვილს დამ­ნა­შა­ვე არც კი იც­ნობ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დამის ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს მისი ად­ვო­კა­ტი ილია ლო­მია:-36 წლის არის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მას არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია და სა­უ­ბა­რი არ გვქო­ნია, თა­ვად დუმს, კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და არა­ფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რე­ჟიმ­ში. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, არ იც­ნობ­და ამ ადა­მი­ანს.– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ამას ადას­ტუ­რებთ?– ადრე ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გო­ნებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სი­სუს­ტე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ნამ­ყო­ფია. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მი­უ­ტო­ვე­ბია ბოლო დროს პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა. ისე იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს. ბრალ­დე­ბუ­ლი პირი არის წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან. ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე, მეტ დე­ტალს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ტყვით.რო­გორც ცნო­ბი­ლია ბექა მინ­დო­რაშ­ვილს ფსი­ქი­კურ ექ­სპერ­ტი­ზას და­უ­ნიშ­ნა­ვენ, როს შემ­დე­გაც გა­ირ­კვე­ვა, იყო, თუ არა შეყ­რა­ცხა­დი.
წყარო:savednews.cc

სრულად წაკითხვა