შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

2 weeks ago 9

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე ჩხრეკა “ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს” უკავშირდება. თავად აქტივისტი, შსს-ს განცხადებით, დაკავებული არ არის.

შსს-ში ნეტგაზეთს არ დაუკონკრეტეს, რომელი საქმის ფარგლებში შევიდნენ ხარხელის სახლში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს დილას დააკავეს და მანქანაში ჩასვეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აჩერებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ.

შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება.

დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც, რომელიც ჩხრეკაში მონაწილეობს.

“ეს არის რუსული ტერორი” – ამბობს დოდი ხარხელი დაკავების ამსახველ ვიდეოში და განმარტავს, რომ აქტიურობის გამო აკავებენ.

სრულად წაკითხვა