,,ჩემთვის ვზივარ და ვიგუდები“ – ნინო ჯანგირაშვილი

4 days ago 5

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ჩემთვის ვზივარ და ვიგუდები. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტები ასობით ადამიანისთვის დაურიგებიათ ამ უბედურებს. აი, თუკი ვინმე შეიძლება მოგაფიქრდეთ და არ მოგაფიქრდეთ, უმაღლესი თანამდებობის პირები, მინისტრები და დეპუტატები კიარა მარტო, საერთოდ თუკი ვინმე წვრილფეხა ქოცია ყველას დიპპასპორტი აქვს მგონი. მთელი სიპები, შესყიდვების სააგენტო, მარეგულირებელი კომისიები,სახალხო დამცველი და მისი თანამშრომლები, აუდიტის სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, საქპატენტი, ჰერალდიკის საბჭო,კონკურენციის სააგენტო, სამხარაულის ბიურო, სტატისტიკის სამსახური, უფროსებიან თანამშრომლებიანად, ეროვნულ ბანკზე აღარაფერს ვამბობ. ყველა ინსტანციის მარტო მოსამართლეები კიარა, აპარატის თანამშრომლებიც, ვეტერანთა დეპარტამენტი, ოლიმპიური კომიტეტი, საპატრიარქო, პროკურატურა, სუსი, შსს და მთელი საქვეუწყებო დაწესებულებები, დაზვერვა, ეროვნული ბანკი, მინისტრების აპარატების თანამშრომლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების, რწმუნებულების, საკრებულოების არა მარტო შეფები, რიგითი თანამშრომლებიც, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. როცა საბოლოოდ დადასტურდება, რომ ვერანაირი პასპორტებით ვეღარ შევლენ ესენი ევროპაში, მგონი თვითონ მიახრჩობენ ივანიშვილს და მერე ისევ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რამე, რომ ძალადობა შევაჩეროთ”

სრულად წაკითხვა