ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა მომიტინგეს- ილია თოფურია

3 weeks ago 19

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს და წერს რომ ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე.

ამის შესახებ მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც წერს:

“ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ მომიტინგეს, ვინც ჩვენს უფლებებს იცავს.  ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.

მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ქვია. ჩვენ გვინდა აუკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპაში ინტეგრაციუსკენ, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობა და პროგრესია. ერთად უნდ ავიბრძოლოთ დემოკრატიულუ და თავისუფალი საქართველოსთვის”.


  • თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
  • 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათავენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
  • 28 ნოემბერ-1 დეკემბერს პოლიციამ 200 მომიტინგე დააკავა, მხოლოდ 30 ნოემბერს კლინიკებში აქციიდან 44 მოქალაქე გადაიყვანეს.
სრულად წაკითხვა