9
დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი, წერს:
ჩემი და რუსული რეჟიმის დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა.
ყველას კარგად ახსოვს ოცნების მთავარი პროპაგანდისტის – შალვა რამიშვილის მიერ კარგად ორგანიზებული პროვოკაცია 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, რომელიც ჩემი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ “ძალადობის” ფაქტის დადასტურებას ისახავდა მიზნად.
ოცნების პროპაგანდას ჩემი სახელი და გვარი განსაკუთრებით ხშირად, სწორედ დიდი საპროტესტო ტალღების დროს ახსენდება.
ამ პერიოდიდან მოყოლებული სახელისუფლებო მანქანა და სისტემა არ გაჩერებულა – ივანიშვილის რუსული ძალოვანი სტრუქტურები მდევნიდნენ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის, პოლიტიკური კუთვნილებისა და ნათესაური კავშირის გამო.
ყველას კარგად ახსოვს 2024 წლის 8 მაისს ჩემს სახლთან მომხდარი თავდასხმა, სადაც ოცნების ტიტუშკებმა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს – დღემდე არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი!
დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის ომონი, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ არ არსებობს!
ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება.
მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო.
მე ვარ დიმიტრი ჩიქოვანი, მამა, შვილი, ამ ქვეყნის ამაყი მოქალაქე და არასდროს დავუშვებ იმას, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს!