WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილს გლდანის ციხის საკანში კრიმინალური ავტორიტეტები,  ვატო ყიფიანი და სხვები სპეციალურად შეუსახლეს.

როგორც ძმები ფეიქრიშვილების დედა „ფორმულასთან“ ამბობს,  არცერთ დროს მომხდარა ისეთი რამ, რომ  კრიმინალური ავტორიტეტები, იზოლატორის გავლის გარეშე,  პირდაპირ ციხის კამერაში შეესახლებინოთ.

„მე ერთადერთი მინდა ვიკითხო – ჩვენ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! სადა ვართ?! როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი თავის „შაიკასთან“ ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში?! კიდევ გავიმეორებ, ჩემმა შვილებმა დანაშაული ჩაიდინეს? – კი ბატონო, ჩასვით ციხეში, დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. პატივი ეცით ქვეყანას, სასამართლოს, მაგრამ ასე ციხეში ქურდები… თქვენ გგონიათ ვინმეს სჯერა იმ სპექტაკლის? ძალიან ცუდი დადგმულია, ძალიან ცუდმა რეჟისორმა დადგა ეს. არის სჯერა თბილისში, რომ ასეთ პატარა ხელის წამორტყმაზე სამ კანონიერ ქურდს ციხეში გადაიყვანენ.

ეს ასე როგორ უნდა მოხდეს?! სად იყურება ციხის უფროსი?! სად იყურება გენერალური პროკურატურა?! რა ხდება, აღარ ვართ ქვეყანა?! ვის მივმართო?!

ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეთ, თქვენ გგონიათ თქვენთვის ეს კარგია? ეს თქვენი ბოლო იქნება! ჩემი შვილების სიცოცხლეს თქვენც გადაჰყვებით, აუცილებლად დღეს ან ხვალ. იმიტომ, რომ მე თუ შუბლში ტყვიას მომახლით, მაშინ გავჩუმდები და დანარჩენი მე გამჩუმებელი არ ვარ. არცერთ დროს არ ყოფილა ასეთი რამე, რომ ასე ქურდები შეიყვანო [ციხეში], იზოლატორი და ააცილო და პირდაპირ კამერაში შეუსახლო. რატომ მიკლავთ შვილებს?! განა რა დანაშაული აქვთ ჩადენილი?! ამ თქვენს რეჟისორს იმდენი ჭკუა არ ეყო, დაგეჭირათ და ქუჩაში მოგეკლათ“, – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და „კაწრომ“.  მისივე თქმით, თვითდაზიანებები მიიყენა გიორგი ფეიქრიშვილმაც.

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა არის დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი  იმის გამო არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები და მათგან მობილურის კოდს ითხოვენ.


ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებიან კრიმინალურ სამყაროში, ისინი გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.