ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე

8 hours ago 3

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი – ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – „დიფ სტეიტის“ დამარცხება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებითვე:

„ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“ და რას გულისხმობენ ამაში – როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. თურმე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად, „The Hill”, ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა [აშშ-ის] მოქმედი ადმინისტრაცია. „ომის პარტიას“ ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია – „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი, აგენტურა და გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები. როდესაც არის „დიფ სტეიტზე“ საუბარი, რაზეც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს, თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს – ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად თუ არაპირობითად მოვიხსენიოთ „გლობალური ომის პარტიად“ ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ.

შესაბამისად, ეს არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, მ დროს, თურმე, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ

სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს.
ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას: პირველი – რამდენად შეძლებს გავლენა მოახდინოს, რომ დასრულდეს ომი – ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. თუ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება”

სრულად წაკითხვა