"ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დანიელები და ამერიკელები" - გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი

5 days ago 3

"გრენლანდია ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და მას არ სურს იყოს არც ამერიკული და არც დანიური". ამის შესახებ განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა მიუტე ეგედემ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, - თქვა ეგედემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის დაწესების თაობაზე.

ეგედემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ღია არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ გრენლანდიის ბედს ადგილობრივები გადაწყვეტენ.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, გრენლანდიის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ ლეგიტიმური და გასაგები უწოდა, მაგრამ აშშ-ს ინტერესი დადებითად შეაფასა. ამასთანავე დანიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა გრენლანდია შეენარჩუნებინა სამეფოს შემადგენლობაში.

ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ დანია მზად არის ითანამშრომლოს აშშ-სთან რესურსების განვითარებისთვის.

ჩინეთის მცდელობა, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა გრენლანდიის ინსტრასტრუქტურის განვითარებაში, აშშ-მ და დანიამ დაბლოკეს.

გრენლანდიას, რომელიც ფლობს ავტონომიას ყველა საკითხში, გარდა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, მაგრამ ექმნება ეკონომიკური პრობლემები. კუნძული თამაშობს საკვანძო როლს არქტიკაში მისი რესურსების, აშშ-ს სამხედრო ბაზისა და საზღვაო გზების წყალობით, აღნიშნავს Financial Times.

სრულად წაკითხვა