“ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენს შვილებთან ბრძოლა სუფთა რუსული დამოკიდებულება” – მეუფე სვიმეონი

2 weeks ago 13

ხაშურისა და სურამის ეპისკოპოს, მეუფე სვიმეონმა ადაგების დროს თქვა:

საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. საღმთო რჯულს ეწინააღმდეგება, როცა ადამიანებს ისე ვექცევით, როგორც არ გვინდა ჩვენ მოგვექცნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, იქ რომელიმე პოლიტიკოსის შვილი რომ იყოს გამოსული იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაა გამოსული, ვინმე ესვრის და გალახავს?! სამწუხაროა, რომ ამ ძალადობის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ დავალებას. ისიც ადამიანია, ისიც ქრისტიანია, სადღაც შეიძლება ეკლესიის სადღეგრძელოსაც ამბობენ, შვილების, მშობლების, სამშობლოსი და შემდეგ სასიკვდილოდ სცემენ და იმეტებენ ქართველი ერის გენოფონდს.

ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ ჩვენს შვილებს ვებრძვით, ეს არის ჭეშმარიტება და ეს არის სიმართლე! ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება”, – ამბობს ქადაგებაში სასულიერო პირი.

მისი თქმით, არანაირი სიცოცხლე, თანამდებობა და იერარქია არ უღირს, რომ ქვეყანაში თაობები ჩაიხოცნენ და დაიჩაგრნენ.

“ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ ჩვენს შვილებს ვებრძვით, ეს არის ჭეშმარიტება და ეს არის სიმართლე! ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება”, –

სრულად წაკითხვა