რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან მრავალსაათიანი შეხვედრა გამართა.
პუტინს ჰკითხეს, 2022 წლის თებერვალში რომ დაბრუნებულიყო დაიწყებდა თუ არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ამ ტერმინით მოიხსენიებენ რუსი მაღალჩინოსნები და მედია).
“წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, იმის გათვალისწინებით ახლა რაც ხდება, ვიფიქრებდი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო ადრე უნდა დაგვეწყო”.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი დაუგეგმავად დაიწყო:
“უნდა მოვმზადებულიყავით სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. ყოველგვარი მომზადების გარეშე დავიწყეთ. უკვე შეუძლებელი იყო დგომა და მოთმენა. კიევის ხელისუფლებამ მასიური განადგურების იარაღზე გამოთქვა პრეტენზია, უარი თქვა მინსკის ხელშეკრულებაზე. ჩვენ მოგვატყუეს და ამ ქმედებებისკენ გვიბიძგეს”.