ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება – ირაკლი კობახიძე

1 week ago 3

21

ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რჩება ერთადერთი ის, რომ 2000-მდე ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე.

„მეორე მხარეს არის 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. ოთხი პარტია, პლუს ყველაზე მდიდარი NGO-ები ერთად თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი. ეს არის მათი რეალური, მძიმე მდგომარეობა, რაც არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა