“ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – მეცოლა

4 days ago 4

2

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სტრასბუგრში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ვიდეომიმართვაში რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და ესმის და ხედავს მათ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.

დღეს გვეწვია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, როცა ყველა ქართველს, ვინც ევროპისგან მხარდაჭერას ელის, ვეუბნები, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება, – თქვა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას.

სრულად წაკითხვა