“ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიოობა საქართველოსთან” – მეთიუ მილერი

3 weeks ago 10

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დაწერა:

“ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა. ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”- დაწერა მეთიუ მილერმა. 

თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ჯვარში, ფოთში, ლაგოდეხში, ახმეტაში, თელავში და საქართველოს სხვა ქალაქებში ბოლო დღეებია მიმდინარეობს საპროტესტო აქციები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. 

ამ დროისთვის რუსთაველზე ათეულობით ათასი ადამიანია შეკრებილი. ვიდეოები და მუდმივად განახლებადიი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე (დააკლიკეთ). 

სრულად წაკითხვა