"ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ცერ­ტებ­ში, მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... ეს არ შეიძლებაა! " - რამ აღაშფოთა ზურა მანჯავიძე ?

2 days ago 2

მომ­ღე­რალ­მა ზურა მან­ჯა­ვი­ძემ იმ ე.წ. ბუ­ლინგზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა:

„ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია ზო­გა­დად ქარ­თვე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­გო­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეთ. წე­სით, ერ­თმა­ნეთ­ში უნდა ვნა­ხუ­ლობ­დეთ იმის ძა­ლას, რომ ერ­თმა­ნეთს მო­ვუს­მი­ნოთ და არ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია და გულ­ზე მხვდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოხ­ვედ­რი­ლი მუშ­ტი, ფეხი, ქვა თუ ხელ­კე­ტი - ყვე­ლა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია... სამ­წუ­ხა­როდ, საქ­მე ამ დო­ნემ­დე მი­ვი­და.
ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად დგა­ნან და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვებს არ ეს­ვრი­ან, ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს არ მი­მარ­თა­ვენ, არა­ვინ მათ თავს არ ეს­ხმის და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი იქ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან...

აუ­ცი­ლებ­ლად დი­ა­ლო­გი იმ მარ­თლა გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­თან, ვინც თა­ვი­სი შეგ­ნე­ბით აპ­რო­ტეს­ტებს. შეგ­ვიძ­ლია ამ სა­კი­თხზე დავ­სხდეთ, ვი­კა­მა­თოთ, ვიმ­სჯე­ლოთ და არა ისე, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მი­უ­ღებ­ლად, პირ­და­პირ მონა, მო­ღა­ლა­ტე, რუსი ეძა­ხო ადა­მი­ანს. ყვე­ლამ უნდა იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, მო­უს­მი­ნოს სა­პი­რის­პი­რო არ­გუ­მენტს, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა შე­ა­ფა­სოს. თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რომ მი­ვიდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან, დას­ხდნენ, და­ი­ლა­პა­რა­კონ. ამა­ში რაც ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კო­სი ჩა­ე­რე­ვა, უკე­თე­სია. ისი­ნი, ვინც ძა­ლა­დო­ბა­ზე არი­ან აწყო­ბი­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი გზებს ეძე­ბენ, მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცია და ომი უნ­დათ, იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა. ვსა­უბ­რობ, ნამ­დვილ, გუ­ლან­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც თა­ვი­სი აზ­რე­ბი აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

რა­ტომ უნდა ეძა­ხო მონა და ქვეყ­ნის მტე­რი, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა. ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით აზ­როვ­ნე­ბას თუ მო­ეშ­ვე­ბი­ან, კარ­გი იქ­ნე­ბა. მე თუ მტკი­ვა ჩემი მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის, თუ არამ­შვი­დო­ბი­ა­ნის ცემა და მას­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც ისე­ვე სტკი­ვათ ის მოხ­ვედ­რი­ლი რი­ყის ქვა თავ­ში. რამ­დე­ნი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, ნა­ხეთ სუ­რა­თე­ბი და მიხ­ვდე­ბით, რა დღე­ში არი­ან ისი­ნიც. უნდა შე­ეძ­ლოთ, გა­მო­ნა­ხონ ძალა, ორი­ვე მხა­რეს და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დონ", - განუცხადა "ამბებს" ზურა მანჯავიძემ.
რაც შეეხება საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებულ მიდგომას, მომღერალი ამბობს, რომ მიიღება მონაწილეობას კონცერტებში, რადგან ცხოვრება გრძელდება.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ცერ­ტებ­ში. მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ცოტა ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლად, მაგ­რამ უნდა გა­მო­ვუს­წროთ ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და მშვი­დო­ბის­კენ მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, იმას ეს უნდა უნ­დო­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად", - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.
ambebi.ge

სრულად წაკითხვა