Giorgi Pataridze, former head of Special Penitentiary Service. Photo: Special Penitentiary Service of Georgiaსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული რეკომენდაცია პატიმარზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. პატარიძე რამაზ თათარაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
26 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
ინფორმაცია პატარიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პროკურატურამ მედიას დაუდასტურა, რომ იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული საქმის გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ფეიქრიშვილი ორჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით. არსებული ინფორმაციით, მას თანასაკნელებმა სცემეს.
This post is also available in:
Read Next
28/10/2026 - 20:17
საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე, 4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე ბრალდებული კიდევ ოთხი პირი საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს
26/10/2026 - 19:00
2026 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 248 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
26/10/2026 - 13:35
ოპოზიციის ალიანსმა საპროტესტო კამპანია თბილისის აქციით დაიწყო
26/10/2026 - 12:37
თბილისის სკოლაზე თავდასხმის გეგმის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
24/10/2026 - 13:45
კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
23/10/2026 - 18:18
civil ახალი ამბები