ცნობილია - "ლიონის" პასუხი 21-მილიონიან შეთავაზებაზე მიქაუტაძისადმი

2 days ago 2

ფრანგულ Telefoot-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძეზე "გალათასარაის" მიერ გაკეთებული 21-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

"თუმცა, ლიონელებს მიქაუტაძის შენარჩუნება სურთ – მას ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. ამიტომ, "ლიონს" უფრო სოლიდური შეთავაზება დასჭირდება, რათა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს"

- აკეთებენ ფრანგები პროგნოზს.

ცნობისთვის, "გალათასარაის" გარდა, როგორც ცნობილია, ჟორჟით აგრეთვე ინტერესდებიან: ევერტონი, ლევერკუზენი და ტოპ 5 ჩემპიონატის სხვა კლუბები, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

სრულად წაკითხვა