"ცხადაძე ელიტურ ჩემპიონატს იმსახურებს" - აზერბაიჯანული გამოცემა

5 days ago 3

ქართველ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს აზერბაიჯანში კარგი პრესა აქვს, რასაც Azerisport-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს.

„ამ დროისთვის 9 ტური გავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ფავორიტი „გაბალაა“. კახა ცხადაძის გუნდმა 23 ქულა დაუმარცხებლად დააგროვა, 16 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია.


ცხადაძე ადგილობრივებით არ შემოიფარგლა და ლეგიონერები აფრიკის ქვეყნებიდანაც აიყვანა, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან. ყველა ვხედავთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა კარგი გუნდი შექმნა.


ამასთან, გვინდა, რომ ცხადაძე აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდეს. გამოცდილი და გამორჩეული სპეციალისტი ელიტარულ ლიგაში უნდა მუშაობდეს, და არა პირველ ლიგაში. როგორც ჩანს, როდესაც გასული სეზონის შედეგების შემდეგ „გაბალაში“ დარჩენა და პირველ ლიგაში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, ქართველმა სპეციალისტმა იცოდა, რომ გუნდს ერთ სეზონში ელიტაში დააბრუნებდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეუძლია თუ არა ვინმეს „გაბალას“ „მატარებელი“ გააჩეროს;

- წერს გამოცემა.

სრულად წაკითხვა