სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად. წყარო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ოქტომბერს.
უწყებამ გათავისუფლებების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გაავრცელა, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 135-ე შეხვედრა გაიმართა.
„საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გამოყენებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი“, – განაცხადა სუს-მა.
დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სუსს არ გაუმჟღავნებია პირთა ვინაობა და არც მათი გათავისუფლების ამსახველი ფოტოები გამოუქვეყნებია.
მისი ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში“.
This post is also available in:
Read Next
11/10/2026 - 17:00
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
07/10/2026 - 12:35
სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ურანის მიყიდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა
29/09/2026 - 14:17
რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინის ომში ცხინვალიდან 2 000-ზე მეტი მებრძოლი მონაწილეობს
25/09/2026 - 12:44
სუს-მა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
22/09/2026 - 12:26
საქართველომ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა
19/09/2026 - 16:20
civil ახალი ამბები